პარტნიორობა გერმანიის ინსტიტუტებისთვის - „ფილოლოგია – ტექნოლოგია – თარგმანი“
ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი /ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი / ბრიუსოვის სახელობის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი
DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) მიერ მხარდაჭერილი გერმანისტიკის ინსტიტუტთა ერთობლივი პროგრამა „ფილოლოგია - ტექნოლოგია - თარგმანი“ მიმდინარეობს პროექტის - „კულტურული ტრანსფერი ლიტერატურაში, მედიასა და დარგობრივ კომუნიკაციებში“ - ფარგლებში. ჰაიდელბერგის IÜD-ის (თარგმანისა და თარჯიმნობის ინსტიტუტი) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის თანამშრომლობა 2018 წელს, კულტურული ურთიერთგაცვლის ფარგლებში, თარგმანსა და მთარგმნელობით კვლევებზე ორიენტირებული ახალი ქვედარგის - „თარგმანი და თარგმანის მეცნიერებების“ განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით დაიწყო.
2021-2023 წლებში დამტკიცებული დამატებითი პროექტის ფარგლებში აღნიშნული თანამშრომლობა ერევანში, ბრიუსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება. კოოპერაცია მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში გერმანული ენის, კორპუსული ლინგვისტიკისა და მთარგმნელობითი ტექნოლოგიების კომპონენტების ინტეგრაციით, თარგმანზე ორიენტირებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმის განვითარებასა და მოდერნიზაციას. დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით, პროექტი ასევე ითვალისწინებს დოქტორანტების სკოლის დაარსებას და კვლევითი ხასიათის ვიზიტებს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში.
დასახული მიზნების მისაღწევად, ჰაიდელბერგში, თბილისსა და ერევანში განხორციელდება არაერთი ვორქშოფი და კვალიფიკაციის ასამაღლებელი შეხვედრა. პროექტის დასასრულს იგეგმება, ასევე, გერმანული ფილოლოგიისა და თარგმანის აკადემიური განვითარების რეგიონთაშორისი ცენტრის დაარსება, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყნებში პარტნიორ ინსტიტუტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გრძელვადიან აკადემიურ სწავლებას სააუდიტორიო თუ დისტანციურ ფორმატში.
პროექტ „ფილოლოგია - ტექნოლოგია - თარგმანის“ ფარგლებში მიმდინარე კვლევითი პროექტები
სადოქტორო სკოლა GIP
პროექტის ეტაპები
პროექტი “ფილოლოგია - ტექნოლოგია - თარგმანი“ მუშაობის მეორე ეტაპს გადის. ცხრილში წარმოდგენილია პროექტის ეტაპები:
პროექტის ეტაპები | პროექტის მთავარი მიზნები |
პირველი ეტაპი: 2018-2020 |
|
მეორე ეტაპი: 2020-2023 |
|
პროექტი ხორციელდება DAAD -ის მხარდაჭერით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახსრებით